დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ.
გაეცნენ სახელმწიფო სერვისებს, დასაქმებისა და კარიერული გაძლიერების შესაძლებლობებს, რომლებსაც სააგენტო მათ სთავაზობს.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო.








