დღეს, 24 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ არტავაზდ ტონოიანმა კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ამავე კომისიის წევრები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი.
კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ორი საკითხი:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ .
Այսօր՝ հուլիսի 24-ին, Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի ավագանու մունիցիպալ գույքի կառավարման, բնական ռեսուրսների և ագրարային հարցերով հանձնաժողովի նախագահ Արտավազդ Տոնոյանն անցկացրեց հանձնաժողովի նիստ։ Հանձնաժողովի նիստին ներկա էին ավագանու նշված հանձնաժողովի անդամները, քաղաքապետարանի ֆինանսաբյուջետային ծառայության պետ Սամվել Արզումանյանը, իրավաբանական ծառայության պետ Խորեն Ավետիսյանը։
Հանձնաժողովի նիստին քննարկվեց երկու հարց․
1. «Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի 2023 թվականի բյուջեի հաստատման մասին» Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի ավագանու 2022 թվականի դեկտեմբերի 23-ի №18 որոշման մեջ փոփոխություններ մտցնելու վերաբերյալ :
2. Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի քաղաքապետարանի և Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի կողմից հիմնադրած մասնավոր իրավունքի իրավաբանական անձանց սեփականության մեջ գոյություն ունեցող,հաշվեկշռում հաշվեգրած գույքի գույքագրման և արժեզրկված և/կամ չօգտագործված գույքի դուրսգրման կանոնը հաստատելու մասին :