დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ჯემალი ხმალაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ოთხი საკითხი:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #37-ში (შენობის პირველ და მეორე სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, 124 კვ.მ და 273 კვ.მ. ფართების (საკადასტრო კოდი: 65. 12.33.289 ) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით „რადიო-ტვ ფარვანას“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
4. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარიმო ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის # 12 16 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.




