დღეს – 1 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ფარავანის ტბის სანაპიროზე წირვა-ლოცვა აღევლინა, სადაც საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი წმინდა ნინო შეჩერდა.
ლიტურგიას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, ოფიციალური პირები და მორწმუნეები ესწრებოდნენ.