ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ყოველწლიური მუნიციპალური კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ჩაატარა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ყოველწლიური მუნიციპალური კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ჩაატარა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ყოველწლიური მუნიციპალური კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ჩაატარა. კონკურსში მუნიციპალიტეტის ხუთმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა: ქალაქ ნინოწმინდის №1, №2 და №3 საჯარო სკოლებმა, განძის №2 საჯარო სკოლამ, ოროჯალარის საჯარო სკოლამ.
კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა განძის მე-2 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი – ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლამ, მესამე ადგილი – ოროჯალარის საჯარო სკოლამ, ხოლო ჟიურის სიმპატია დაიმსახურა ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლამ.
გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსის ყველა მონაწილე სკოლამ ასევე მიიღო საჩუქრები.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights