ნინოწმინდის კულტურის სახლის დარბაზში საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის ჩვენება გაიმართა

ნინოწმინდის კულტურის სახლის დარბაზში საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის ჩვენება გაიმართა

დღეს, 26 ივნისს, ქალაქ გელზენკირხენში გამართული საფეხბურთო ტურნირის “ევრო-2024”-ის ფარგლებში საქართველო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა .
ნინოწმინდის კულტურის სახლის დარბაზში საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის ჩვენება გაიმართა, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მისცა დიდ ეკრანზე ეყურებინა მოსალოდნელი თამაში.
თამაშს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები უყურებდნენ.
თამაში საქართველოს სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.
„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, მათ ღირსეული ბრძოლა აჩვენეს არა მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩში, არამედ თურქეთთან და ჩეხეთთან წინა მატჩებშიც. ვუსურვებ მათ, რომ უახლოეს მომავალში ჰქონდეთ დიდი სპორტული წარმატებები და მიღწევები“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights