ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის ინიციატივით, მოეწყო და ჩატარდა მუნიციპალური სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ 10-16 წლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან.
წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით კონკურსი „მხიარული დასაწყისი“ სამ ეტაპად ჩატარდა:
1 ეტაპი – საერთო მონაწილეობა;
მე-2 ეტაპი – ნახევარფინალი;
მე-3 ეტაპი – ფინალი.
მონაწილე სკოლებიდან ნახევარფინალში გავიდა ნინოწმინდის №1, ეშტიის №1 , განძის №1 და პატარა არაქალის სკოლები.
გამარჯვებულები განძის №1 (1 ადგილი), ნინოწმინდის №1 (მე-2 ადგილი) და პატარა არაქალის სკოლები (მე-3 ადგილი) გახდა.
სპორტული ღონისძიების ორგანიზება მიზნად ისახავდა სკოლებში ჯანდაცვისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, მოსწავლეებში ფიზიკური ვარჯიშის დონის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებას, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტით დაკავების პირობების შექმნას.