დღეს, საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ;
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.