დღეს, საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტის პროექტზე:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 9 (ცხრა) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიამ განიხილა შემდეგი სამართლებრივი აქტის პროექტი:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.