ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 300 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა/მეურვემ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• ბავშვის დაბადების მოწმობა
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
• მშობლის/მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის ნომერი.
